• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

„ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“- გია ჯაფარიძე

ivlita ავტორი ivlita
სექტემბერი 18, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“- გია ჯაფარიძე
0
გაზიარება
14
ნახვა
გაზიარება Facebook

ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს, – ამის შესახებ დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მოხსენებაშიც საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით აღარ მოძრაობს.

„მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამქრალია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხსენება ძირითადად მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხდებოდა. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირი ყოველდღე საქართველოს კრიტიკით იქნება დაკავებული. ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფურცელზე ინარჩუნებს, თორემ არანაირი მოძრაობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით არ არსებობს, რაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან მკაფიოდ და ცხადად არის დაფიქსირებული, რომ ისინი არ აპირებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე სიარულს, პირიქით, ევროკავშირის ისინი მტრულ გაერთიანებად აღიქვამენ, რაღას არ აბრალებენ მას და ასეთ ვითარებაში ძალიან ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს ამ კონტექსტში აღარ ახსენებს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს. ზოგადად, დასავლური ცივილიზაცია ასეთია – ის ნდობაზე დგას“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ასევე, ჯაფარიძემ რუსების მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსოფობიად აფასებს.

ჯაფარიძის თქმით, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ აშინებს საზოგადოებას იმ აგრესიით, რაც რუსეთის გაღიზიანებას მოჰყვება და ამ კონტექსტში, მმართველმა პარტიამ საარჩევნო ბანერებიც კი ომის შიშის თემატიკით გააფორმა, შესაბამისად, მისივე განმარტებით, რუსოფობიური განწყობები საქართველოს მოქალაქეებში კიდევ უფრო მომატებულია.

„ირაკლი კობახიძემ ალბათ არ იცის, რას ნიშნავს საერთოდ ფობია. „ფობია“ არის სიტყვა, რომელიც მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც შიშს ნიშნავს. რუსოფობია რომ ვთარგმნოთ, რუსების შიშს ნიშნავს. რა თქმა უნდა, როცა რაღაცის გეშინია, მერე ის გეზიზღება კიდეც და აქედან არის ამ ფობიის მნიშვნელობა.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ორასი წლის განმავლობაში რუსეთი ვერ გაძღა საქართველოში ქართველების მოკვლით. ორასი წლის განმავლობაში ვერ გაძღა რუსეთი საქართველოში სისხლის გუბეების დაყენებით. ორასი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა საქართველოს რუსიფიკაციას, საქართველოსა და ქართველების განადგურებას, იმის გაკეთებას, რაც მან სხვა ერებს გაუკეთა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო იმიტომ, რომ საქართველოში ყოველთვის იბადებოდნენ ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა და ა.შ. ამ უმცირესობის, ერთეული ადამიანების გმირობის, პირადი მაგალითის, პირადის ძალისხმევის შედეგად მოხდა ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ქართული იდენტობა და ქართველობა.

როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება არსებობდეს ქართველებში რუსების სიყვარული? როცა ორასი წლის განმავლობაში გეშინია რუსის, ძალიან ბუნებრივია, რომ ქართველებში იყოს რუსოფობია.

2022 წლის შემდეგ მთელი საქართველო აჭრელებულია სხვადასხვა პლაკატით, სადაც ნაჩვენებია ის სისასტიკე, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში. „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე არჩევნები ააგო ომის შიშზე და ომის შიში იმაზეა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, რუსები შემოგვიტევენო. ესენი რუსეთით აშინებენ მინიმუმ 2022 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს. ხომ ყოველდღე გვახსენებენ ამას, ყოველდღე გვეუბნებიან და როდესაც მუდმივად გაშინებენ რუსეთით, რაც შენ ისედაც იცი, რომ ამას რუსეთი ორასი წლის განმავლობაში აკეთებდა აქ, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებში არ ჩნდებოდეს რუსოფობიური განწყობები, შიში რუსების მიმართ, რომელიც სიძულვილში გადადის.

ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, გაამართლა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა. მან მაგალითად მოიყვანა 1956 წლის უნგრეთის აჯანყება და თქვა, იქ ყველა მონაწილეობდაო. ეს იცით, რა დონის მანიპულაციაა საზოგადოებრივ აზრზე? ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებას? ამ გადაწყვეტილებას ხომ მოსკოვში იღებდნენ? ეს ხომ რუსული იმპერიალისტური გადაწყვეტილებაა? ამით ირაკლი კობახიძე ამართლებს 1921 წელს რუსეთის შემოჭრას საქართველოში. მაშინაც საბჭოთა არმია შემოვიდა და ორჯონიკიძე მოუძღოდა, ვიღაც ეთნიკურად სომეხი იყო, ვიღაც ეთნიკურად ებრაელი ბოლშევიკი, ვიღაც ეთნიკურად ქართველი ბოლშევიკი… ამით ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომსაც ამართლებს. ეს ირაკლი კობახიძეს რაში დასჭირდა კი არა, ეს რუსეთს დასჭირდა და რუსეთის დასახმარებლად ამბობს ამას ირაკლი კობახიძე.

ეს რუსოფობიის ისტერიკა მოსკოვიდან მოდის. ირაკლი კობახიძე სანამ რუსოფობიაზე დაიწყებდა საუბარს, მანამდე რუსოფობიაზე საუბარი დაიწყო მარია ზახაროვამ, ლავროვმა, პუტინმა… ანუ ეს არის ის, რაც მოსკოვში მომზადდა და მოსკოვში მომზადებულ გეგმას, რომელიც მოსკოვში გახმოვანდა უკვე, დღეს საქართველოში ირაკლი კობახიძე ახმოვანებს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

წინა პოსტი

,,ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს”- გიორგი გამსახურდია

შემდეგი პოსტი

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

შემდეგი პოსტი
დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

თბილისში სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა

თბილისში სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა

სექტემბერი 18, 2026
იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს

სექტემბერი 18, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია