7 ოქტომბერს, „ნინო სალუქვაძის ტირში“ მიმდინარე “თბილისის თასზე“ 10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვაჟებმა იასპარეზეს. თბილისის მერიის სპორტის სამსახურის დაფინანსებულ შეჯიბრში 21 მსროლელი მონაწილეობდა.
საუკეთესოდ ქუთაისელმა იოანე ხვარეშიამ იასპარეზა – 574 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. მას ერთბაშად 2 სერიაში ჰქონდა 98-ქულიანი შედეგი.
შეგახსენებთ, რომ იოანე ხვარეშიამ აგვისტოში ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის 2 ოქრო მოიპოვა და წარმატებულ სეზონს კვლავაც აგრძელებს.
მომდევნო საპრიზო ადგილები თბილისელებმა მოიპოვეს, „კლუბი ნინო სალუქვაძე“: მეორეზე კაკო მოსულიშვილი გავიდა, მესამეზე – ლევან ქადაგიძე.
,,თბილისის თასი“ 8 ოქტომბერს შერეულ წყვილთა ტურნირით დასრულდება.








