აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 28 სექტემბერს დაიწყება.
სასწავლო წლის დაწყების ოფიციალური ღონისძიება 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ღია სივრცეში (თამარ მეფის ქ. №59) გაიმართება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.








