ქუთაისში 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს აპენდიციტის ოპერაცია ჩაუტარდა
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N31 ფილიალი აღსაზრდელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ჩვენი ბაღისთვის ძალიან მძიმე და სევდიანი დღეა… პატარა ანგელოზო, ნაადრევად დაგვტოვე და გულებში დიდი ტკივილი დაგვიტოვე“, – წერს ბაღის ფილიალი.
ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს.








