• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა” – დიტო ჩუბინიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ოქტომბერი 25, 2026
ში ახალი ამბები, სამართალი, სლაიდერი
0
“ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა” – დიტო ჩუბინიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი
0
გაზიარება
7
ნახვა
გაზიარება Facebook

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას. პროკურორის დადგენილება დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოადგენს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის – ჟურნალისტის – განადგურების მცდელობას – ამის შესახებ ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დომენტი (დიტო) ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

როგორც ხატიაშვილი აცხადებს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ.

„პატივცემულო ჟურნალისტებო! გამოფხიზლდით! საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ ნოდარ მელაძის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ჟურნალისტის პროფესიის განადგურების მცდელობაზე.

ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავეს საგაზეთო მასალის გამოქვეყნების გამო, რომელიც მან ჩაწერა რესპონდენტისაგან. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ ინტერვიუში გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ, რომელთანაც პროკურატურას კითხვები არ გასჩენია, თუ საიდან ფლობდა გაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

პროკურორები იტყუებიან, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძე არ დაუკავებიათ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ასეთი ბრალდება არ მინახავს არცერთ ავტოკრატიულ ქვეყანაში.

პროკურორი ბრალდების ფორმულირებაში მიუთითებს:

„მისი რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ, გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით, დომენტი ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა საქართველოს ტერიტორია – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. აღნიშნული ქმედებით დომენტი ჩუბინიძემ განიზრახა საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ საბოტაჟის განხორციელება, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.

რეჟიმმა, ჩემი შეფასებით, გადაწყვიტა ყველა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრება. ეს არის ბრალდება, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ბრალის ფორმულირებით რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფო უწყება რომელიმე ჟურნალისტის გადაცემის ან ინტერვიუს შემდეგ იტყვის, რომ აღნიშნულმა ინტერვიუმ ხელი შეუშალა სამუშაოს განხორციელებაში, ვინაიდან ჟურნალისტის გამონათქვამი მისთვის მისაღები არ იყო, ჟურნალისტს სამშობლოს ღალატისთვის დააკავებენ. ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც მოსპობს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ პროფესიას – ჟურნალისტს.

პატივცემულო ჟურნალისტებო, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების თანახმად – „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, „თორგეირ თორგეირსონი ისლანდიის წინააღმდეგ“, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის როლის შეფასებისას მნიშვნელოვან სამართლებრივ ორიენტირებს წარმოადგენენ, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებსა და ინფორმაციას, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღები, ნეიტრალური ან პოპულარულია, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შესაძლოა შოკი გამოიწვიოს, გააღიზიანოს ან შეაწუხოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამგვარი მიდგომა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

პროკურორის დადგენილება დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოადგენს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის – ჟურნალისტის – განადგურების მცდელობას“, – ნათქვამია ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”.

დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინა პოსტი

“ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი” – ნიკა გვარამია

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა” – დიტო ჩუბინიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი

“ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა” – დიტო ჩუბინიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი

ოქტომბერი 25, 2026
“განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა” – ნიკა გვარამია

“ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი” – ნიკა გვარამია

ოქტომბერი 25, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია