• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 10, 2026
ში ასტროლოგია, ახალი ამბები, საინტერესო თემები
0
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
9
ნახვა
გაზიარება Facebook

ვერძი

ახლობელ ადამიანთან მცირე დაპირისპირება გელით, თუმცა თუ წყენასა და გაღიზიანებას მოერევით, ყველაფერი სწრაფად და თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. სამსახურში თქვენს ენთუზიაზმს არავინ დააფასებს, ასე რომ, ენერგია და იდეები სამომავლოდ შემოინახეთ. საკმაოდ რთული დღეა — მოვლენათა არახელსაყრელმა განვითარებამ შეიძლება ფინანსურ დანახარჯებამდე მიგიყვანოთ ან საკუთარი პრინციპებისა დაცვა გაიძულოთ. ფიზიკური დატვირთვის ნუ შეგეშინდებათ — ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ. უხასიათობა და შეუძლოდ ყოფნა, რასაც თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენელი განიცდიდა, წარსულში დარჩება და იმუნიტეტი გაძლიერდება.

კურო

ამ დღეს სიყვარულისა და ემოციებისთვის ძალა აღარ დაგრჩებათ, თუმცა ეს უკეთესიცაა — ახლად დაწყებული რომანი ძველი, წარუმატებელი ურთიერთობის სცენარს გაიმეორებს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. თუ თქვენ შორის გაუგებრობაა, ჯობია გულახდილი საუბარი ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ. თქვენი განწყობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა სიამოვნებას შესრულებული სამუშაოსგან. ნებისმიერი დავალების შესრულებისას ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. დღეს ქურდობის საფრთხეც არსებობს, ასე რომ, ხალხმრავალ ადგილებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კვების მენიუს გამდიდრება მშვენიერია, თუმცა ამ დღეს უცხო და ეგზოტიკურ კერძებს უნდა მოერიდოთ — უპირატესობა ნაცნობ საკვებს მიანიჭეთ.

ტყუპები

ნუ ეცდებით ზედმეტად ჭკვიანი და სერიოზული გამოჩნდეთ — ჯობს საკუთარ თავს მსუბუქი ფლირტის უფლება მისცეთ. ამ დღეს მარსის აქტიურობა ადამიანებს კონფლიქტისკენ უბიძგებს, ასტროლოგები კი სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევენ. მშვენიერი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის — იაქტიურეთ და ახალი შესაძლებლობები ეძებეთ. სამსახურებრივი მიღწევებისთვის შესაძლოა დაწინაურება ან ფულადი პრემია მიიღოთ. არსებობს ფინანსურ სირთულეებთან შეჯახების რისკიც, რაც ცხოვრების დონეზეც აისახება, თუმცა კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდება. შეგიძლიათ მეგობრებსა და ძლიერ მფარველებს დაეყრდნოთ — საკუთარ სიმართლეში დარწმუნების უნარი წარმატებამდე მიგიყვანთ. დილის საათებში, მარსის გავლენით, შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ. ფრთხილად იყავით, გადაღლილობის ფონზე წნევამ არ აგიწიოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება იგრძნოთ, რომ გარემოებები თქვენზე დამთრგუნველად მოქმედებს. მთელი კვირა თავის შეკავება გიწევთ, რომ პარტნიორს საკუთარი უკმაყოფილება პირში არ მიახალოთ. ეცადეთ სამსახურში თვითგანვითარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის დრო გამონახოთ. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, ახალ პროექტს ნუ დაიწყებთ, რადგან წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. ზედმეტად მომხიბვლელ წინადადებებს ნუ ენდობით და ოცნებებს რეალობად ნუ აღიქვამთ — ერთი შეხედვით პერსპექტიული ნაცნობობა ილუზია აღმოჩნდება. ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარი ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ — შეუძლოდ ყოფნა გამორიცხული არ არის. ალკოჰოლური კოქტეილების მიღება დღეს არასასურველია.

ლომი

გამორიცხული არ არის, საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ ან პარტნიორს პირობის შესრულება მოსთხოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარი ინტერესები აქტიურად დაიცვათ და დათმობებზე არ წახვიდეთ. თქვენს პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობასა და დისციპლინას ხელმძღვანელობა აუცილებლად შეამჩნევს და მოიწონებს. დღის მეორე ნახევარი შვილებს ან უფროს ნათესავებს დაუთმეთ. ნუ მოაწერთ ხელს საეჭვო ხელშეკრულებებს და თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო ადამიანებისგან. რთულ სიტუაციებში ინტუიციას ენდეთ — შინაგანი ხმა არ მოგატყუებთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას. თუ უსიამოვნო სიმპტომებს გრძნობთ კვების მენიუ უნდა შეცვალოთ.

ქალწული

ვარსკვლავები ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ახალი ნაცნობობისგან თავის შეკავებას ურჩევენ — შესაძლოა, იმედგაცრუებული და გულნატკენი დარჩეთ. მცირე სირთულეებს ერთობლივი ძალისხმევით, ადვილად გადალახავთ. შესანიშნავი დროა უფროს ნათესავებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. უახლოეს დღეებში პროფესიული წარმატება დამოკიდებულია მოლაპარაკების უნარზე, არსებული კავშირების გამოყენებასა და პრიორიტეტების სწორად განაწილებაზე. შესაძლოა, საზრუნავისა და პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი დაგაწვეთ — ეცადეთ, სანდო ადამიანი იპოვოთ, რომელსაც პრობლემების ნაწილს გადააბარებთ. თუ ფიზიკურ აქტივობას ცოტა დროს უთმობთ, შესაძლოა სუნთქვის პრობლემები დაგეწყოთ. ეცადეთ, დღის განრიგში ხანმოკლე დილის ვარჯიში მაინც ჩართოთ.

სასწორი

ორჭოფობა და გადაჭარბებული ამბიციები იქამდე მიგიყვანთ, რომ ერთი თაყვანისმცემელიც არ დაგრჩებათ. ეცადეთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც პირად ცხოვრებაში დიდ და სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს. მოერიდეთ გატკეპნილი ბილიკებით სიარულს და ახალი შესაძლებლობები ეძებეთ. ყურადღებით იყავით, რადგან დაბნეულობის გამო შეიძლება ის დაკარგოთ, რაც ძალიან გიყვართ. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ დღის მეორე ნახევარში კონტაქტები შეზღუდოთ. თუ უგუნებობა ან ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.

მორიელი

თქვენმა ემოციებმა შეიძლება ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს. მოერიდეთ კონფლიქტებს და პრიორიტეტი დიპლომატიურ ურთიერთობებს მიანიჭეთ. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება სხვისი ფულადი პრობლემების გადაჭრა, როდესაც საკუთარიც საკმარისად გაქვთ. მოერიდეთ სამსახურებრივ შემოწმებებს — გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელობას თქვენი საქმიანობის შემოწმება მოუნდეს. თუ ამ გამოცდას ღირსეულად ჩააბარებთ, პრემიასაც უნდა ელოდოთ. ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის — მერკურის გავლენა დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ენერგიის ნაკლებობას და გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

მშვილდოსანი

ჰოროსკოპი მარტოხელა მშვილდოსნებს გაცნობის საიტზე საბედოს ძებნას არ ურჩევს – შესაძლებელია თაღლითს გადააწყდეთ. მოვლენები არ დააჩქაროთ – ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. ახლა მთავარია, მარტოობაში არ ჩაიკეტოთ. ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებს, ჯობს რჩევა თავად მისცეთ — ეს ავტორიტეტს მოგიმატებთ, განსაკუთრებით იმ ადამიანების თვალში, ვისაც აფასებთ და პატივს სცემთ. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი, ძვირფასი ნივთის პოვნა ან პრიზი. კარგი პერიოდია გადადგმული ნაბიჯების შეფასებისა და გრძელვადიანი დაგეგმვისთვის. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, თორემ კუნთებისა და იოგების დაჭიმვას თავიდან ვერ აიცილებთ!

თხის რქა

ხშირად ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, საოცრად საინტერესო და მომხიბვლელი აღმოჩნდება ხოლმე. პლუტონის მფარველობა სამსახურში წარმატებას უზრუნველყოფს. მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, საკითხის არსს ბოლომდე ჩასწვდეთ — დისციპლინა და კეთილსინდისიერება თქვენი მთავარი კოზირი გახდება. ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად იდეების რეალობად ქცევის უნარი, მახვილი გონება, მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი და სიჯიუტე დაგჭირდებათ. საღამოს თავს შეგახსენებთ ძველი მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დღეს ბევრი თხის რქა ენერგიისა და კარგი განწყობის მოზღვავებას იგრძნობს! ზოგის ცხოვრებაში კი გრძნობების განახლების პერიოდი დაიწყება.

მერწყული

ვარსკვლავები ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ურჩევენ, ცოტა ხნით საკუთარ თავთან განმარტოვდნენ და საკუთარ სურვილებში გაერკვნენ. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სხვა შემთხვევაში, კონფლიქტს უნდა ელოდოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებსა და შესყიდვებში — მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს და დაპირებებს ნუ გასცემთ. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან – ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის. სრულფასოვანი ძილი დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შესაძლოა გარშემომყოფთა შური გამოიწვიოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას შენიშვნებსა და პრეტენზიებს მოერიდეთ — ეს საპასუხო საყვედურებს აგარიდებთ, რომლებიც მთელი დღის განწყობას გაგიფუჭებთ. არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საერთო წარმატებაში წვლილი შეაქვს. თქვენი ინვესტიციები ბოლოს და ბოლოს ნაყოფს გამოიღებს, თუმცა შემდგომ დაბანდებებს გონივრულად უნდა მიუდგეთ და საინვესტიციო გეგმა განაახლოთ. დაიცავით თავი ენერგეტიკული ვამპირებისგან, რომლებიც თქვენზე უარყოფითი გავლენის მოხდენას ეცდებიან — ენერგეტიკული ფარი შეინარჩუნეთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ.

წინა პოსტი

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 10, 2026
რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

სექტემბერი 10, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია