• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“როდის მოიკრებთ გამბედაობას, როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?!” – ლევან ხაბეიშვილი

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 16, 2026
ში ახალი ამბები, სლაიდერი, სოციალური მედია
0
“როდის მოიკრებთ გამბედაობას, როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?!” – ლევან ხაბეიშვილი
0
გაზიარება
8
ნახვა
გაზიარება Facebook

სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი თავის გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ოპოზიციური პარტიის წევრებს აკრიტიკებს და ტელე-ეთერებში მათ გამოჩენას „ოპოზიციურ ველზე ტივტივს“ უწოდებს.

ხაბეიშვილი ყველას ერთიანობისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს, რომელიც, მათ შორის, მასშტაბური აქციების გამართვას გულისხმობს.

„როდის დასვამთ კითხვას, ხალხს რა უნდა?! როდის მიხვალთ ამ კითხვამდე?! როდის მოიკრებთ გამბედაობას?! როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?! ძმებო, შიშის ბრალია ყველაფერი – უმოძრაობა, უმოქმედობა, რაც ახლა ხდება.

გამბედაობა მოიკრიბეთ, თორემ კიდევ წლები გაატარებთ იმის რკვევაში – რა და როგორ სურს ივანიშვილს, ვის დაიჭერს და ვის დააწინაურებს.

აზრზე მოდით! ბოდიში, მაგრამ აბსოლუტური უაზრობა და უბრალოდ ლაყბობაა, რაც ყოველდღიურად „ტვ ეთერებში“ ხდება. რომ არა ტელევიზიების პროდიუსერები, საერთოდ გაქრებოდით და მიიღებდით „კლავიატურის ლომების“ ფორმას.

გამოაშკარავდა და ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობის „ტვ“-ში გამოჩენა ემსახურება უბრალოდ ტივტივს, პოლიტიკურ ველზე ტივტივს. ზოგი საერთოდ გადამალულია და ჩირგვებში იმალება.

თქვენ იყავით ლიდერებიც, პირველებიც და მე თქვენი მსახური, აქტივისტი ვიქნები!

რასაც ახლა კითხულობთ შიშველი სიმართლეა და ვცდილობ სარკეში ჩაგახედოთ.

შიშია გამეფებული! უმოქმედობა, უძრაობაა იმიტომ, რომ გამბედაობა არ ჩანს არსად!

რადგან გამბედაობა არ არის, იმიტომ გიწევთ კომენტატორობა და უაზრო თემების გარჩევა-გადამღერება.

მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, აი შემოდგომა დადგება და ასე და ისე ვიზამთო. დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით, გაურბიხართ რეალურ საქმეს. მზად ხართ ისევ დროის გაყვანაზე იყოთ და როგორმე ნოემბრამდე მიხვიდეთ. მერე სიცივეებს გამოაცხადებთ და ახალ გაზაფხულს დააანონსებთ.

გულდასაწყვეტია ამ ყველაფრის ყურება. როგორც თქვენი მონა-მორჩილი, აქტივისტი, გულშემატკივარი ვწუხვარ ამაზე!

გადაბრალება პარტიებზე, ლიდერებზე უკვე გაცვეთილია! როცა გინდათ ლიდერებზე, პარტიებზე „დიდები“ და მაგრები ხართ. მაგ ლიდერებს 15 – წლიანი ციხით ემუქრებიან და ძალიანაც ნუ განსჯით.

4-5 ან 7 ლიდერს გადავაყოლოთ ქვეყანა?! ჩვენი პასუხისმგებლობა არაფერშია?!

აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ – შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ… გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს და რეალურად აქტიურ პროტესტზე გადავიდეთ. მძიმე საყურებელია….

ფორმულა – ყველა მინუს ივანიშვილი! საქართველო ივანიშვილის გარეშე!

გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა. „სიები“ რომ იწერება სოროებიდან გამოძრომა და ყელის მოღერება არ არის მორალურად, საქმიანად სწორი და ნუ აკადრებთ თავსაც და ხალხსაც.

დაძლიეთ შიში და გაიმარჯვებთ!

მე?! მე, მიმსახურეთ!

ციხიდანაც თქვენი მსახური ვიქნები!

ძალა ერთობაშია!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.

წინა პოსტი

,,თუ გრიგოლ ლილაშვილი სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც განვიხილავთ ამ განცხადებას” – მარიამ ბერძენიშვილი

შემდეგი პოსტი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

,,საშუალო და მაღალი დონის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად ულიმიტო რაოდენობა გვაქვს”- დონალდ ტრამპი

,,რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს მალე დასრულდება”- დონალდ ტრამპი

სექტემბერი 17, 2026
პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სექტემბერი 17, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია