• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 471 ლარს გაუტოლდა – „საქსტატი“

ivlita ავტორი ivlita
სექტემბერი 3, 2026
ში ახალი ამბები, საზოგადოება
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 აგვისტოდან
0
გაზიარება
5
ნახვა
გაზიარება Facebook

2026 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში მისი მოცულობა 25.7 მლრდ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7%-ით მეტია.

„2026 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.8%-ი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.6%-ი – საშუალოზე, ხოლო 18.6%-ი კი – მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%-ი, საშუალოზე – 23.6%-ი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.8%-ი.

2026 წლის მე-2 კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 32.5 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2026 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8%-ი ქალი იყო, ხოლო 56.2%-ი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6%-ი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7%-ი – საშუალოზე, ხოლო 37.7%-ი მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 768.6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5.827 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი),“ – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

მათივე მონაცემებით, 2026 წლის მე-2 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 153.8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა 1 944.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 161.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 622.8 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 2 918.9 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 972.3 ლარი.

„2026 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.5%-ი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა – 8.1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.8%-იანი წილით, მშენებლობა 4.8%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია 3.4%-იანი წილით, ხოლო 10%-ი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2026 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%), ვაჭრობა (18%), მშენებლობა (14.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.8%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.9%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.4%-იანი წილი ეჭირა.

2026 წლის მე-2 კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.3 და 9.1 პროცენტიანი წილებით.

სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1%), მშენებლობის (7.6%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7%) დარგის საწარმოებზეც,“ – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი

ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესები შესაძლოა, შეიცვალოს

შემდეგი პოსტი
ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესები შესაძლოა, შეიცვალოს

ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესები შესაძლოა, შეიცვალოს

ყველაზე ნახვდი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

რა რეაქცია აქვს აფხაზურ საზოგადოებას “ქართულ ბენზინზე”

აგვისტო 20, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

,,ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ”- ნიკა გვარამია

,,ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ”- ნიკა გვარამია

სექტემბერი 3, 2026
ლონდონში პირველი რობოტაქსები ამოქმედდა

ლონდონში პირველი რობოტაქსები ამოქმედდა

სექტემბერი 3, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია