გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.
მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 11 273 თბილისში, 3 627 ბათუმში, 3 366 ქუთაისში, ხოლო 2 461 ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა.
სამართალდარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკური პირების, ხოლო 2 695 შემთხვევა იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი. სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, 12 109 სამართალდარღვევა მსუბუქ ავტომობილებზე, 7 905 – მიკროავტობუსებზე, 694 – სატვირთო ავტომობილებზე, 18 – ავტობუსებზე, ხოლო 1 – ექსკავატორზე მოდის.
2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი გამოავლინა, 2025 წელს – 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვის განმავლობაში – 6 105 სამართალდარღვევა. მათგან 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა.
მონიტორინგის დაწყებიდან სამი წლის თავზე, გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.









