• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 23, 2026
ში ახალი ამბები, სლაიდერი, ჯანდაცვა
0
“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”
0
გაზიარება
12
ნახვა
გაზიარება Facebook

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბრის მეორე კვირაში ჩანს, რომ ივნისი-აგვისტოს შემდეგ ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი. მონაცემების თანახმად, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია – გაციების გამომწვევი ვირუსი. წესისამებრ, შემდეგნაირად ხდება: სანამ გრიპის ვირუსის მატება იქნება, რინოვირუსი წამყვან პოზიციებს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 69% არის რინოვირუსი, შემდეგ არის კორონავირუსი, დანარჩენი ორი ვირუსი კი არის H1, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. მისი ამჟამინდელი გავრცელება მოულოდნელია. კორონავირუსიც გამოჩნდა და მისი ხვედრითი წილი 13%-ს აღწევს.

ეს არ ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი დაწყებულია. ერთეული შემთხვევები იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო გრიპის სეზონი და შემთხვევების მატება მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოდან-ნოემბრის დასაწყისში. ყველა ეს ვირუსი იმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ, შესაბამისად, სტაციონარიზაციის მაჩვენებელი გაზრდილი არ არის. ძალიან ცოტაა რესპირაციული ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, თუმცა შედარებით მოიმატა მიმართვიანობამ სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში. ეს ლოგიკურია: ამის უკან დგას არდადეგებიდან და შვებულებიდან მოსახლეობის დაბრუნება დახურულ სივრცეში. თუ რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს ავიღებთ, პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, სტაციონარებში მიმართვიანობა კი შემცირებულია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ამასთან, განმარტა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კი დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.

წინა პოსტი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 სექტემბრიდან

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

სექტემბერი 23, 2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 სექტემბრიდან

სექტემბერი 23, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია