„მექის შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნები (საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი) თავდაცვის სფეროში აღებული ერთობლივი ვალდებულებების პრაქტიკულ განხორციელებასა და საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავენ.
ამასთან დაკავშირებით სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ X-ზე განაცხადა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჯარების განლაგება განხორციელდება შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ეს მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის, სამხედრო ინტეგრაციისა და საფრთხეებთან გამკლავების კოლექტიური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ჯარების განლაგება განაპირობა საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“, იემენის ამბოხებულთა მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ წევრების მხრიდან თავდასხმების გახშირებამ. სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ხალიდ ბინ სალმან ალ საუდის განცხადებით, „მექას შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, აემოქმედებინათ შეკავების კოლექტიური მექანიზმი ამ თავდასხმებისა და მათი ორგანიზატორების საპასუხოდ.








