საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 6 547 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ BBC-ის დაუდასტურა.
ფრანგული მედიის ცნობით, სამშაბათს, ქვეყნის მასშტაბით მომხდარი მასშტაბური არეულობების ფონზე, 488 ადამიანი დააკავეს.
სტუდენტური გაერთიანება L’Union Etudiante, რომელიც საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 450 000 დემონსტრანტი გამოვიდა, რასაც ორგანიზაცია „აბსოლუტურად ისტორიულ“ მოვლენად აფასებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პარიზის რეგიონის გარეთ აქციებში 86 000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა.









