• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ამომრჩევლის არჩევანი”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ოქტომბერი 14, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ამომრჩევლის არჩევანი”
0
გაზიარება
11
ნახვა
გაზიარება Facebook

ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის – ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველო – ლელო“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული სარჩელი სრულიად მოკლებულია რაიმე რაციონალურ, სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს მცდელობას, რომ საქართველოში მოხდეს ავტოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, თუ ეს შედეგი დადგა და ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, კოალიციისთვის “ძლიერი საქართველო – ლელო” ბრძოლა გაგრძელდება.

“ქართული ოცნების” მიერ საქართველოში “ძლიერი საქართველო – ლელოს” და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მცდელობა პირველ რიგში ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ იცის, მას დაკარგული აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ ნაბიჯით დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის – ქართველი ხალხის არჩევანი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მართული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაწერილი შედეგებითაც კი, საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ მხარი დაუჭირა სწორედ იმ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც ცდილობს დღეს ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენმა ამომრჩეველმა 2024 წელს მხარი დაუჭირა საქართველოს უკეთეს მომავალს – “ძლიერი საქართველო – ლელო” აირჩია ხალხმა, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული განვითარება, მზარდი დასავლური ინვესტიციები, მეგაპროექტები 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული ცხოვრება. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, რომელსაც არ სურს დაბრუნდეს ბნელ წარსულში – “ქართულ ოცნებას” სწორედ ამ რეალური ალტერნატივის მოსპობა აქვს განზრახული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პოლიტიკური პარტიები ასახავენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას. შესაბამისად, პარტია არ წარმოადგენს ხალხისგან განყენებულ სუბიექტს. მისი ამომრჩეველი მისი განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას.

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული სარჩელი სრულიად მოკლებულია რაიმე რაციონალურ, სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს მცდელობას, რომ საქართველოში მოხდეს ავტოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია.

კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” და სხვა 4 ოპოზიციური პარტიის გაუქმება შექმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს სხვა პარტიებზე. ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ საქართველოში აიკრძალოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის პირადად ვერ გააკონტროლებს.

რეპრესიული კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე, გაამარტივებს არა მხოლოდ პარტიების, არამედ ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასაც. ვენეციის კომისიის დასკვნამ ეს უკვე დაადასტურა. პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება წარმოუდგენელ დაბრკოლებებს შეუქმნის პოლიტიკური საქმიანობის გზაზე ყველა აქტიურ მოქალაქეს.

თუ ეს შედეგი დადგა, ჩვენთვის, კოალიციისთვის “ძლიერი საქართველო – ლელო” ბრძოლა გაგრძელდება. არსებობს პროცესებზე რეაგირების სხვადასხვა სცენარი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ “გვაუქმებენ” და მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის.

“ქართულ ოცნებას” შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს. შესაბამისად, სამართლებრივ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ხალხთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან პარტიების აკრძალვა, მათ შორის, საბოლოოდ ართმევს საქართველოს შანსს გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და შეუქცევადად აბრუნებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავარძელებთ პოლიტიკურ და პარტიულ ბრძოლას ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა პოსტი

“პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა” – ეკა ბესელია

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ამომრჩევლის არჩევანი”

“ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ამომრჩევლის არჩევანი”

ოქტომბერი 14, 2026
“პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა” – ეკა ბესელია

“პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა” – ეკა ბესელია

ოქტომბერი 14, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია