აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპულ ქვეყნებს მიგრანტების დეპორტაციისკენ მოუწოდა.
„თუ შევხედავთ საფრანგეთს, ასევე იტალიასაც – თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით – დაინახავთ, რომ ეს ხდება, პროცესი მწიფდება. მოგიწევთ იმ ადამიანების გაძევება, რომლებიც ამბოხებებში მონაწილეობენ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში არალეგალებთან დაკავშირებით „გიჟური“ სიტუაციაა.
„ხალხი უნდა გააძევოთ, თავიდან მოიშოროთ – ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპისგან არაფერი დარჩება.








