თუ ვინმეს სურს, რომ გათავისუფლდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა დიდმა ნაწილმა აღიარა ბრალი და შესაბამისად, დატოვა საპატიმროები. აქ ორი აზრიც არ არსებობს, რომ დანაშაული მოხდა და შესაბამისად, დაადასტურა ქართულმა სასამართლომ. ამიტომ თუ ვინმეს სურს, რომ გათავისუფლდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა. ვერანაირი თითის დაქნევა და არალეგიტიმური და უკანონო მითითებები ევროპარლამენტარებისგან ვერ იქნება სახელმწიფოებრიობაზე და კანონზე უფრო მაღლა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.









