გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბად-ოლდესლოში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში დაახლოებით 20 ბავშვი იმყოფებოდა. წინასწარი ცნობით, მძღოლმა წრიული მოძრაობის მონაკვეთი გადაკვეთა, რის შემდეგაც ავტობუსი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულებს შორის არიან მგზავრები, მათ შორის ბავშვები, და ავტობუსის მძღოლი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ასევე მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციის შემოწმება, რათა დადგინდეს, ხომ არ ემუქრება მას ჩამონგრევის საფრთხე.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.








