• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა” – დავით მათიკაშვილი

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ნოემბერი 6, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა” – დავით მათიკაშვილი
0
გაზიარება
5
ნახვა
გაზიარება Facebook

რადიკალური ოპოზიცია და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების მოტყუებას ტყუილი ნარატივით ცდილობს, თითქოს საარჩევნო კოდექსში იმგვარ ცვლილებებს ვაინიცირებთ, რაც დაინტერესებულ პირებს პროცესში გასაჩივრების უფლებას ართმევს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნარატივი აბსოლუტურად ცრუა, რადგან გასაჩივრების ყველა ბერკეტი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას ეხება, ძალაში რჩება.

„სასამართლო გადაწყვეტილების ან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის საფუძველზე უკვე კანონიერ ძალაში შესული შინაარსი ინფორმაციის სასამართლოს აღარ უბრუნდება. რეალურად სადაც ტარდება არჩევნები და მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, ეს არის საარჩევნო უბანი  და ყველა პოლიტიკურმა ძალამ კეთილი ინებოს და შესაბამისი საჩივარი იქ  დაწეროს, თუკი ნახავს, რომ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი. შემდგომ უკვე ის ოქმი გაასაჩივროს სათანადო წესით, რასაც, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ცვლილებები. იმ ნაწილს, რომელიც ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას ხელს არ ვკიდებთ. სინამდვილეში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა ხდება ელექტრონულ საარჩევნო ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ზედმეტად არსებული 11 დღის ამოღებას საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე. ცესკო აღნიშნულს განახორციელებს არჩევნების დანიშვნის დღიდან არა 26 დღეში, არამედ 15 დღეში ექნება იმის ვალდებულება, რომ შეაჯამოს არჩევნები და ეს შემაჯამებელი ოქმიც საჩივრდება. აქაც მეორე ტყუილი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება, მაგრამ საჩივრდება სწორი სამართლებრივი ფორმატით. შეჯამების დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აბსოლუტურად ტექნიკური როლი გააჩნია. უკვე გასაჩივრების ყველა ეტაპი გავლილია, სადაც არსებითი საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისია აგროვებს ამ ინფორმაციას უბნებიდან და შემაჯამებელ ოქმს ადგენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ოქმის გასაჩივრება იმ შემთხვევაში იქნება რელევანტური, თუკი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამორჩება ან არასწორ ინფორმაციას მიუთითებს შემაჯამებელ ოქმში, ან სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ გარემოებებს არ ასახავს ოქმში.

„ამიტომაც ძალიან მარტივად იმსხვრევა მთელი ეს მცდელობა საზოგადოების მოტყუების, თითქოს, რაღაც ფორმით ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობაში მანიპულაციით ვცდილობთ, რომ ვინმეს უფლება წავართვათ გასაჩივრების. ყველა შეტანილი ცვლილება არის წმინდა ტექნიკური ხასიათის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით ადეკვატურ მისადაგებას უქმნის დანარჩენ მუხლებს საარჩევნო კანონმდებლობაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების არაერთგვაროვანი წესი მოქმედებს, ხოლო ცვლილებები არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ერთგვაროვან ვადებსა და პროცედურებს ითვალისწინებს.

ერთგვაროვანი პრაქტიკა დგინდება – სასამართლოს მიერ მიღებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკა აისახება კანონმდებლობაში და არცერთ შემთხვევაში არ ერთმევა დაინტერესებულ მხარეებს, უფლებამოსილ პირებს გასაჩივრების უფლება, რომლის სათავეც, საფუძველიც და არსიც, რა თქმა უნდა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმია. იქიდან დაწყებული ხდება მისი გასაჩივრების უფლებამოსილება. ეს გადაწყვეტილება თუ არ გაასაჩივრეს და მიიღეს, ეს თავიდან ბოლომდე უკვე მხარეთა სინდისზე და საქმის სამართლებრივ გაძღოლაზე იქნება, ვიდრე იმაზე, რომ ეს კანონმდებლობით ვინმესთვის იყოს აკრძალული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ ორგანულ კანონპროექტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

წინა პოსტი

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს არ შეუძლიათ საიდუმლოებების შენახვა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა” – დავით მათიკაშვილი

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 6, 2026
რომელ ზოდიაქოს ნიშნებს არ შეუძლიათ საიდუმლოებების შენახვა

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს არ შეუძლიათ საიდუმლოებების შენახვა

ნოემბერი 6, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია