კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში - 623, იმერეთში - 392
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ის 20 454 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 1 003 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 139, შიდა ქართლში – 127, გურიაში – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში – 126, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 152, იმერეთში – 236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში – 44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 243 – თბილისში, 1 920 – აჭარაში, 266 – იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 456, აჭარაში – 1 039, ხოლო იმერეთში – 35.
„6 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 19 442 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 787 პირი, აჭარაში – 11 362, იმერეთში – 5 080“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"