საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 986 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 912, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 886.
ამასთან, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი.
ტეგები:
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ