ამ გვერდის ამობედვა

არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში?

ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე - პირბადე და დისტანცია.

 

"ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის. ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. სამი ოთხი კვირის წინ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით, სამი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა

წაკითხვა 483 ჯერ

სიახლეები