საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 963 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 222 405 გამოჯანმრთელდა, 2 628 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 199, PCR ტესტით –1 646.
ტეგები:
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა