კოვიდგადატანილი პაციენტების 40%-ს ანტისხეულები არ გამოუმუშავდება - ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ რეინფიცირებისგან დასაცავად, კოვიდგადატანილ პაციენტებში ანტისხეულების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, რაც უფრო მძიმედ გადააქვს პაციენტს დაავადება, მით მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს ის.
ამასთან, ინფექციონისტი საჭიროდ არ მიიჩნევს ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას, მათი რაოდენობის განსასაზღვრად, რადგან პაციენტების 40 პროცენტში ანტისხეულები არ გამომუშავდება, რაც მათში იმედგაცრუებასა და შიშს იწვევს. თუმცა, ბუწაშვილი განმარტავს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დაცულები არიან, რადგან მათ გამოუმუშავდებათ "უჯრედული იმუნიტეტი" რომლის აღმოჩნეაც მხოლოდ სამეცნიერო ლაბორატორიებშია შესაძლებელი.
"ანტისხეულების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, კარგია, როცა გამომუშავდება, მაგრამ რაოდენობას უკვე შემდეგ, დინამიკისთვის, დაკვირვების მიზნით აქვს მნიშვნელობა. თუმცა, რა თქმა უნდა, რაც მაღალია, მით უკეთესია. თუ თქვენ სიმპტომურად საკმაოდ სერიოზულად გადაიტანეთ დაავადება, მაშინ ლოგიკურია, გამოგიმუშავდეთ ანტისხეულები საკმარისად მაღალი ტიტრით.
რაც უფრო მძიმედ გადააქვს ადამიანს დაავადება, უხეშად რომ ვთქვა, მით მეტი იმუნიტეტი გამოუმუშავდება და მეტად დაცულია რეინფექციისგან.
ერთი მხრივ ვიძლევი ანტისხეულებზე ტესტის გაკეთების რეკომენდაციას და მეორე მხრივ - არა. არას არგუმენტი ის არის, რომ ადამიანების ნაწილს ანტისხეულები საერთოდ არ გამოუმუშავდებათ და ასეთი არის საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 40%, ეს კი იწვევს მათში იმედგაცრუებას და დარდობენ, რომ დაცულები არ არიან. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის, რადგან იმუნიტეტის გამოსამუშავებლად სხვა გზებიც არსებობს, ამას უჯრედული იმუიტეტი ჰქვია, რომელიც ლაბორატორიულად ჩვენს პირობებში არ ისაზღვრება, მხოლოდ სამეცნიერო ლაბორატორიები აკეთებენ ამაზე კვლევას. ამიტომ ეს ხალხი ხელავს, და ჰგონია, რომ დაუცველია, თუმცა ასე არ არის" - ამბობს ბუწაშვილი.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"