ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსის ახალი, მაღალგადამდები შტამი - Arcturus აღმოაჩინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი Arcturus, იგივე XBB.1.16 გავრცელდა, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და მაღალი სიცხით, ხველებითა და თვალების სიწითლით ვლინდება. 

როგორც WHO-ში აცხადებენ, ეს შტამი ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა და ის უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ვირუსის ახალი შტამი მარტის შემდეგ არის დაკვირვების ქვეშ.

„სინამდვილეში, ის ძალიან ჰგავს XBB.1.5-ს (ომიკრონის ქვევარიანტი) და ერთი დამატებითი მუტაციური ცვლილება აქვს სპაიკ ცილაში, რომელიც ლაბორატორიული შემოწმებებით უჩვენებს, რომ ის გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

წაკითხვა 293 ჯერ