"ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იმყოფებიან.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ადგილზე მშობლების თხოვნით მივიდა და პოლიციას მათი მოთხოვნა გადასცა, რომ წვიმისგან თავის დაცვის საშუალება ჰქონდეთ.
"მოვედი მათი თხოვნის გამო, ვხედავთ, რომ მთელი დღეა წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს. ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, პოლიეთილენი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, მათი პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც მშობლები განმარტავენ, წვიმისგან თავის დასაცავად მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიეთილენი ჰქონდათ გაშლილი, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.
" თავისივე ხელით დაამაგრეს. შემდეგ თქვეს, რომ ვიზუალურად არ მოსწონდათ და ჩამოწიეს. ბოლოს შემოვარდნენ და მათივე დამაგრებული პოლიეთილენი ჩამოგლიჯეს. მიზეზს არ იძახიან. ჩვენი კანონიერი უფლებაა, არ დავიხოცოთ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ",- აღნიშნავს მშობელი.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს
- გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ერდოღანს უსწრებს