"უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."

აღარ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ პირდაპირ გადაწყვიტეს, ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის პირად საქმეებში ე.წ. მეგობარი ქვეყნები თურმე, არ დავთმობთ იმ თავისუფლებას და იმ მშვიდობას, რაც აქამდე მოგვიპოვებია სისხლით და ძალით, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ია მეტრეველმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემო ტკბილო საქართველო, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ყველა აქ ვიქნებოდით, ერთად. თქვენ გვერდში ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით ვარ ყოველთვის. სამწუხაროდ, ვეღარ ამოვისუნთქეთ უკვე მერამდენე წელია. მეოცე წელი იწყება, რაც ასეთ დღეში ვართ. თუმცა ჩემს ოჯახთან, დებთან ერთად, მთელი ეროვნული მოძრაობიდან, 9 აპრილიდან ქუჩაში ვიდექი, რადგან ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა. დღესაც აქ ვარ. სამწუხაროდ, ვერ ვეღირსეთ მშვიდობას და დღესაც ეგ მომენტი დაგვიდა. ძალიან რთულ მომენტში ვართ ამწუთას, რადგან მსოფლიოში მიმდინარეობს რთული პროცესები. ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება კეთილგონიერება, რომ როგორღაც გადავლახოთ ეს პერიოდი და რაც უნდათ, რომ გაგვიკეთონ, ისე ვერ გააკეთონ. ეს არის ომი, ეს არის უბედურება ჩვენს ქვეყანაში, რაც ნებავთ, მაგრამ არ დაუშვებს გონიერი ქართველი ერი. პირველში რიგში, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა მშვიდობა. უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია. ჩვენ უძველესი ერი ვართ და არ ვართ ხელწამოსაკრავი ერი. ისეთი რელიგიურები და მორწმუნეები ვართ, რომ ჩვენს ქრისტიანობას ასე მარტივად ვერ დაგვათმობინებენ. ნამდვილად აღარ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ იმას, რომ პირდაპირ გადაწყვიტეს ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის პირად საქმეებში ე.წ. მეგობარი ქვეყნები თურმე, რომელიც გვეგონა, რომ მეგობრები იყვნენ. დღეს აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვხედავთ მათგან და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ არ დავთმობთ იმ თავისუფლებას და იმ მშვიდობას, რაც აქამდე მოგვიპოვებია სისხლით და ძალით. ამდენი წელია, სწორედ ამისთვის ვიბრძოდით და ის ბოროტება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, დავამარცხეთ ერთად, მთელმა საქართველომ. იმ რეჟიმს, რაც ჩვენ დავამარცხეთ, იმ სასტიკ რეჟიმს აღარ მივცემთ უფლებას, რომ სწორედ ისინი არიან დღეს დასაყრდენი იმ ძალების, ე.წ. ლიბერალების, რომლებსაც დღეს მსოფლიოში უნდათ, რომ მართონ მსოფლიო, თუმცა იქაც კი გონიერი ადამიანები მათი მომხრეები არ არიან. სწორედ ის დრო დადგა, რომ ჩვენც ისე ლავირებით ვიმოქმედოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანა ომს ააცილა.

„ჩვენ ისედაც ბევრი დავკარგეთ, ბევრი შვილი დავკარგეთ და ნამდვილად აღარ გვყავს დასაკარგი შვილები. აქ მოვედი იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და არ დავუშვათ ის, რისი გაკეთებაც სურთ ლიბერალურ ძალებს. ეს არის ის, რაღაც აღვირახსნილი საშინელებები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. რას ჰქვია ქალის და ქალის ქორწინება, რას ჰქვია კაცის და კაცის ქორწინება, წარმოუდგენელია, გამეორებაც კი მზარავს. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ჩვენი ღირსების აყრას როგორც კი შეეხებიან, ქართველი ერი ერთად დგას და სწორედ ამან მოგვიყვანა აქამდე.

მიკერძოებად არ ჩამითვალოთ, ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა ხელისუფლებას, რომელიც სწორად მოქმედებს და ომი აგვაცილა. მადლობა ჩვენს ახალგაზრდა პრემიერს, რომელიც პატრიოტი ახალგაზრდა კაცია და დიდი, მძიმე ტვირთი აწევს ამ რთულ პერიოდში, თუმცა ხალხთან ერთად ძალიან კარგად ართმევს თავს. ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით. „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ბოროტების სექტას მინდა, ვუთხრა, რომ ვერ ეღირსებით უკან დაბრუნებას. მადლობა კიდევ ერთხელ, და აღარ მივცეთ საშუალება ამ ძალას, რომ შვილები ქუჩაში დაგვიხოცონ. პირობას გაძლევთ, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებაში აღარ დაგაბრუნებთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

წაკითხვა 319 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.