იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 179 თბილისს უკავშირდება, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა. მიღებული ზომების გათვალისწინებით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. აჭარაში არის 36 პროცენტი, ეს მაჩვენებელი 190 პაციენტს შეესაბამება. სამწუხაროდ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. თბილისში არის 179 ახალი შემთხვევა, იმერეთში 91 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში, 28 პაციენტი არის ინფიცირებული, შიდა ქართლში -ათი, კახეთში არის – 11, მცხეთა-მთიანეთში სამი ახალი შემთხვევა, გურიაშიც – სამი, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა