იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია.
როგორც ენდელაძე განმარტავს, ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 57 პირია.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 519 ახალი შემთხვევა და ამჟამად კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა გახლავთ 11 271, აქედან 50%-ზე მეტი - 6119 პაციენტი გახლავთ გამოჯანმრთელებული, გუშინ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევა გახლავთ 5152, რომლებიც მკურნალობენ კოვიდცენტრებში, ნაწილი ბინაზე და ასევე სასტუმროებში.
რაც შეეხება მძიმე, კრიტიკულ პაციენტებს, ასეთი 57-ია, აქედან 56 მართვით სუნთქვაზე გახლავთ, 8 აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ერთი შემთხვევა ცხინვალიდანაა. განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის, თბილისში ცოტა შემცირდა, 137-ია, გუშინ 179 ახალი შემთხვევა იყო. იმერეთში 99-ია, დაახლოებით იგივეა, რაც გუშინ იყო. ქვემო ქართლში გახლავთ 31 ახალი შემთხვევა, გურიასა და მცხეთა მთიანეთში -10-10, შიდა ქართლში 7 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთშია 3 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის ერთი და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 4“, - განაცხადა ენდელაძემ.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია