"სულ მცირე წელიწადნახევარი კოვიდთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს" - ამირან გამყრელიძე
უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.
„ჩვენ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხშირად მეკითხებიან რამდენია ეს კარგა ხანს? და ჩემი პასუხია: სულ მცირე წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში და დიახ, პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე. ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა. ეფექტურობა ცნობილია, ამ პირბადის - ჩვენ, როდესაც გვიკეთია, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70%-მდე მცირდება, ხოლო ორი ადამიანის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90%-ით მცირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება