სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ, ყველა ინდიკატორი გაუარესებულია - ამირან გამყრელიძე
ძალიან რთული ეპიდვითარებაა ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი ხალხმრავალი შეკრებებია.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მცირე პროგრესი შეინიშნება, თუმცა დღეში 5-6 ათასი აცრა საკამრისი არ არის.
„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ჯანმრთელობა დგას ყველაფერზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35 პროცენტზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა [აცრების რაოდენობამ]. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
