"კლების დინამიკა შეინიშნება" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.
მისი განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლები იკლებს, თუმცა, ყველაზე მძიმე ინდიკატორის შემთხვევაში, მონაცემები მზარდია.
„ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ახალი შემთხვევების ნელი ტემპით კლების პოზიტიური დინამიკაა. ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ინციდენტობა, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, კუმულაციური ინციდენტობა იკლებს, ბოლო 7 და ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე 6%-ს ჩამოსცილდა და 5%-ის ფარგლებშია. ერთადერთი, რაც, სამწუხაროდ, ისევ ზემოთ წავიდა, არის ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 17 გარდაცვლილია მილიონ მოსახლეზე, რაც, დაახლოებით, ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
- როგრი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს
