ამირან გამყრელიძე - დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონი
მისი თქმით, როდესაც ადამიანს სიმპტომები ეწყება, იმის ნაცვლად, რომ ეძებოს, სად ჩაიტაროს ტესტი, ის უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს.
„ჩვენი მიზანია, რომ დაახლოებით 14 000 აქტიური შემთხვევიდან სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-დან 25 პროცენტამდე, ხოლო დანარჩენები უნდა იმართონ ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში, რამეთუ შემთხვევების დიდი ნაწილი არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომაც მინდა, მოსახლეობას ასეთი სლოგანი მოვუწოდო: დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონი. როდესაც იწყება სიმპტომები, არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ, სწრაფად დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით. შეიძლება მეორე გზაც, დარეკვა 112-ზე, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან და იგივე გზა აეწყობა.
იმის გამო, რომ დღევანდელ პირობებში ამ დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი.
მეორე სლოგანია, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარდა დახურული სივრცეებისა, პირბადის ტარება აუცილებელია ღია სივრცეებშიც, რამეთუ ინფექცია ამ სამ რეგიონში ინტენსიურად ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება