ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 13 კოვიდინფიცირებული ორსული შეიყვანეს
გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს.
ორსულები, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული აქვთ, მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსულია მოთავსებული.
კოვიდეცენტრში დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილი. მისი დაინფიცირება სავარაუდოდ დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
ტეგები:
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი