ამ გვერდის ამობედვა

დავით სოკოლოვს დღეს ვარსკვლავს გაუხსნიან

დღეს საქართველოს პირველი არხი ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავს გაუხსნის.

დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ გაიხსნება.

 

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.

 

მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნეს ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.

წაკითხვა 619 ჯერ