შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შარლ მიშელის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი მხარდაჭერა მხარეების ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში.
„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ მუშაობის პროცესში, მათ შორის, ყველა მხარის ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში დახმარებით“, - წერს მიშელი.
სიახლეები
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი
- "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელი რუსული კომპანიის დაკვეთით აწარმოეს
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე