" ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე
ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს.
„რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? - არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?
ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, რომ ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ. თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, უნდა გვითხრან არგუმენტი. თუ საფრანგეთისთვის არის მისაღები, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, იგივე გავაკეთოთ?", - განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
