ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს
კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.
რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.
კინოფორუმი კინოთეატრ „საქართველოში“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის - რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის "ჰარი-ჰარალე დედაო!" ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე