რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვე - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, კიდევ ერთი აქცია გაიმართა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში როგორც ქუთაისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა.
„ქუთაისში უკრაინკას ქუჩაზე მდუმარე აქცია გაიმართა. დღეს, ზუსტად ერთი თვე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. დღევანდელი შეკრებით გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი სოლიდარობა და მჯერა, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას ! დიდება გმირებს!“- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ -"თაობათა დიალოგის" გენერალურმა მდივანმა ლანა თოთაძემ
შგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს თავს დაესხა. დღემდე იბომბება სხვადასხვა ქალაქები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები.
სიახლეები
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- "ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს" - ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან