ქუთაისი რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს

ქუთაისი რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს.


2022 წლის მარტში, ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადეს, რომ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, რათა შეისწავლონ სისტემური აზროვნების მიდგომა მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისადმი.


ქუთაისი და ბათუმი გაივლიან ორწლიან სასწავლო კურსს, რათა შეიმუშაონ მუნიციპალური ტრანსფორმაციების პორტფელი (თითო 225 000 ევროს ოდენობით).


საქართველოს მუნიციპალიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, მოლდოვა , უკრაინა) იმ 300 ადგილობრივი მმართველობის ერთეულს შორის არიან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2021 წელს დაწყებულ პროექტში “ინტერესის გამოხატვა მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელისთვის’’.


„საქართველოს რეგიონებს აქვს დიდი გამოუყენებელი პოტენციალი. ინიციატივა ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ გვეხმარება ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და შესწავლაში. რეგიონული ინიციატივით ევროკავშირი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს პანდემიის შემდეგ წინსვლაში, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ახალი გზების აღმოჩენაში ’’ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.


„UNDP ულოცავს გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს და წარმატებებს უსურვებს მათ ახალი საინტერესო პროექტების განხორციელებაში. ჩვენ გვჭირდება კრეატიული და დინამიური მიდგომები, რათა დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს, უპასუხონ იმ რთულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგანან . M4EG ქსელი აძლევს თავის წევრებს უნიკალურ შესაძლებლობას, გამოიკვლიონ ზრდის ახალი ტრაექტორიები და ასევე, მოიზიდონ ფინანსური რესურსები“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში.


„საქართველოში საკონკურსო პროცესის მეშვეობით ჩვენ გამოვავლინეთ ექვსი მუნიციპალიტეტი. ქუთაისი და ბათუმი შეირჩა იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინოვაციურ მიდგომას . მათ საშუალება ექნებათ გამოიყენონ ახალი აზროვნება და ინსტრუმენტები ტრანსფორმაციისა და განვითარებისთვის. „- აღნიშნა პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა.

 

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ არის M4EG ინიციატივის ნაწილი, რომელიც დაიწყო და ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2017 წლიდან. M4EG იმართება 2021 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ , ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.


https://georgiatoday.ge/mayors-for-economic-growth-eight.../

წაკითხვა 557 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.