იოსებ ხახალეიშვილი და იუზა უგულავა ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
დაწყებულია მანდარიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია. პროექტის თანახმად , მთლიანად განახლდება გზის ასფალტის საფარი, ტროტუარი, მოეწყობა დახურული სანიაღვრე სისტემა და მონოლითური კედელი გზის გასწვრივ, რომელიც მოპირკეთდება ბუნებრივი ქვით.
სამუშაოებს ასრულებს სს „საქმილსადენმშენი“. პროექტის ღირებულებაა 833 333 ლარი და ივლისში დასრულდება.
ახალი სკვერი კეთდება ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე. სკვერში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატურები, საპარკე სკამები, მოეწყობა გამწვანება და განათების სისტემა. სამუშაოებს ასრულებს შპს „სგ ჯგუფი“. სკვერის მოსაწყობად 230 000 ლარია განსაზღვრული.
„უპერეცედენტოდ დიდი რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ქუთაისში. კეთდება გზები, სკვერები,ფასადები. ჯამში 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება წელს ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
გავეცანი მანდარიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს. აქ გზის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ, განახლდება ამ ქუჩაზე მდებარე საყრდენი კედელიც და მალე კიდევ ერთი ძალიან კარგი ქუჩა გვექნება ქალაქში.
ინტენსიურად ვმუშაობთ ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნაზე. სკვერები კეთდება ქალაქის ბევრ უბანში. მალე დასრულდება ახალი სკვერი ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე გვქონდეს ქუთაისში, სათანადო ინფრასტრუქტურით.
რაც მთავარია, სამუშაოები დასრულდება დათქმულ ვადებში და შესრულებული იქნება მაქსიმალურად ხარისხიანად,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი