მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება
მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი დაკმაყოფილებულია.
„28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მეოთხე ტალღა, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა. ვგულისხმობ ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტეგები:
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა