ამ გვერდის ამობედვა

,,ჩემი ძმა განადგურდა, ვეღარ მოძრაობს" - თორნიკე მამალაძე

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

როგორც თორნიკე მამალაძე წერს, პატიმრობაში მყოფი დეკანოზის მდგომარეობა არავის აინტერესებს. 

 

მისივე ინფორმაციით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა უმძიმესია. 

 

,,დღეს ოთხი წელი შესრულდა იმ საზარელი მომენტიდან, როდესაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საპატრიარქოს თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა საპყრობილეში ჩააგდო. ამ მზაკვრობის განხორციელება ივანიშვილმა მაშინ სუსის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს დაავალა. 

 

ნაძირალა და ბოროტმოქმედი გოგაშვილი თვეების განმავლობაში გეგმავდა პროვოკაციებს და ამავროულად კონსულტაციებს შორენა თეთრუაშვილთან გადიოდა. ჩემი ძმა განადგურდა, ვეღარ მოძრაობს და მაინც ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. 

 

არავინაა გამკითხავი, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. სამართალი მოკვდა საქართველოში! ჩვემი ძმის ტანჯვა წყევლად ექცევა ყველას, ვინც მის გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა!", - წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

წაკითხვა 657 ჯერ