ამ გვერდის ამობედვა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.

წაკითხვა 185 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2022