"გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც!" - თინა ბოკუჩავა
შეგიძლიათ თუ არა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ, - ასე მიმართა ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.
ბოკუჩავას თქმით, ახლა ეს არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება. „შეგიძლიათ თუ არა რომ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ. გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა. ეს არის ერთადერთი გონივრული [გადაწყვეტილება]“, - მიმართა ბოკუჩავამ უმრავლესობას.
ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ აღნიშნული განცხადება არანაირ კავშირში არ არის იმ მუხლთან, რომელიც სხდომაზე განიხილება და შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მისცემს.
„არანაირ კავშირში არ არის ამ მუხლთან, ქალბატონო თინა. თქვენ შემთხვევაშიც, [დროს] იყენებთ პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად, როგორ ბატონი არმაზს ვუთხარი, შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მოგცემთ“, - მიმართა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება. პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა.
სიახლეები
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი
- "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელი რუსული კომპანიის დაკვეთით აწარმოეს
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე