Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს"
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.
1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის წევრები დაეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობამ საქართველოს პოლიციას მიმართა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ. კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.
„ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - წერია Anonymous-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებულ მიმართვაში.
ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფი მიმართავს „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიასაც“ – „გახსოვდეთ, საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება. გველოდეთ.“
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი
