„ეს არის ბავშვების თამაში, რომლებიც დახტუნავდნენ ხიდის იმ ნაწილზე, რომელიც მინის ნაწილია“ - ზვიად ჯავახია
დღეს, მეგა TV-ის გადაცემა „დისკურსში“ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ თეთრ ხიდზე მინის დაზიანების გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხიდის პროექტთთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული იყო და თეთრი ხიდი საფრთხის შემცველი არ არის.
“არა ერთხელ ქალაქის მერმა და სხვადასხვა სასამხურებმა, სხვადასხვა საშუალებებით მივაწოდეთ ინფორმაცია თეთრი ხიდის რეაბილიტაციასთან და პროექტთან დაკავშირებით. აქ იყო დადგენილი ის ნორმები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობასთანაც იყო შეთანხმებული, შესაბამისად, კონსტრუქციულ და მდგრადობის ნაწილთანაც. გვაქვს დასკვნა, რომ ხიდი მდგრადია, ანუ საფრთხის შემცველი არ არის“,- განცხადა ზვიად ჯავახიამ.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ზვიად ჯავახიამ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ჩართული იყო აღნიშნული საქმის გამოძიებაში. მისივე თქმით, დადგენილია ის პირები და ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ბავშვების თამაში, რომლებიც დახტუნავდენ ხიდის იმ ნაწილზე რომელიც მინის ნაწილია. დიდი ბოდიში, მაგრამ სკეიტბორდით არ უნდა იხტუნაო. არაჩვეულებრივი სკეიტპარკი გააკეთა ქალაქის მერიამ, სხვათაშორის მათივე მოთხოვნით. ხიდს არანაირი საფრთხე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კონსტრუქციული და მდგრადობის კუთხით არ გააჩნია. ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება და კონკრეტული ადგილი ჯებირებით შემოსაზღვრული გვაქვს. შესაბამისად, ის თუ გარკვეული რაიმე საფრთხის შემცველი ადგილი არის, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადგილიც რაიმე საფრთხის შემცველია“, - განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.
ზვიად ჯავახიამ ასევე აღნიშნა, რომ თეთრი ხიდი, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთი სიმბოლოა და ის იქნება მემატიანე, თუმცა ამჟამად ბოლომდე დასრულებული არ არის. მისივე თქმით, არის რაღაც ელემენტები, რომლებიც დასასრულებელია. მან აღნიშნა, რომ კონტრაქტორ ორგანიზაციას კონტრაქტი შეუწყვიტეს და სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი