ქუთაისში “ბავშვთა სოფელში” ახალი კორპუსი გაიხსნება, რომელშიც 18-დან 24 წლამდე ექვსი ახალგაზრდა იცხოვრებს
ქუთაისის "ბავშვთა სოფლის" და ქალაქის მერიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, "ბავშვთა სოფელში" ახალი კორპუსი გაიხსნება, რომელშიც 18-დან 24 წლამდე ექვსი ახალგაზრდა იცხოვრებს.
პროგრამის დასაფინანსებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოყო, აქედან 27 500 ლარი დღის ცენტრის მხარდაჭერის პროგრამას, ხოლო 12 500 ლარი ახალ საცხოვრისს მოხმარდება. ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, რომელმაც სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. კორპუსი 1 თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტი ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობს 2016 წლიდან, რაც მოიცავდა დღის ცენტრის მხარდაჭერას, სადაც შესაძლებელია განთავსდეს სამ წლამდე ბავშვები და ეს არის ძალიან დიდი დახმარება, განსაკუთრებით მარტოხელა მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დატოვონ ბავშვი, თავად კი ან დასაქმდნენ, ან სხვა სახის საქმიანობა აწარმოონ რომ ელემენტარული შემოსავალი ჰქონდეთ. 2019 წლიდან გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა ჩვენი თანამშრომლობის არეალი , პირველი შემთხვევაა როდესაც ქუთაისის მერია აფინანსებს საცხოვრისის პროგრამას, ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგანან ქვეყანაში ის 18 წელს მიღწეული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან, განსაკუთრებით ისინი რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახი და სწორედ ეს საცხოვრისი მათ სთავაზობთ სახლს, საოჯახო ტიპის სერვისს და მხარდაჭერას. ქუთაისის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთი სერვისის განვითარებას , რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს რომლებიც 18 წელს ზემოთ არიან და სახელმწიფო მზრუნველობა მათზე აღარ ვრცელდება ქუთაისის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას უწევს,"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისის "ბავშვთა სოფლის" დირექტორის ლელა ბარბაქაძის განცხადებით, ახალ კორპუსში იცხოვრებენ სწავლასა და დასაქმებაზე მოტივირებული ახალგაზრდები.
- განაცხადა ლელა ბარბაქაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
