თუშეთში, ქორწილში დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
თუშეთში, ქორწილში ცივი იარაღით დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთ - ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი კი თბილისში გადაიყვანეს.
დაშავებულებს მრავლობითი ჭრილობა სხეული სხვადასხვა არეში აქვთ. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ ომალოში მოხდა. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ჩვენ როგორც ვიცით, სხვადასხვა სუფრიდან ქორწილში მივიდნენ ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება. ამ შეხლა - შემოხლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის სიძეც, რომელიც საავადმყოფოშია. ასევე არიან ნაცემები. ეს მოხდა ადგილზე დაწყებული გაუგებრობით", - აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა