"მხნედ გრძნობს თავს, თუმცა აქვს გარკვეული სახის ჩივილები, რაც შიმშილობას ახასიათებს" - ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც ამაღლობელს მოსალოდნელი გართულებების შესახებ აუხსნეს, მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს „ვივამედში“ გააგრძელებს.
როგორც ჩხაიძე განმარტავს, გართულებები ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც ამაღლობელი ინფორმირებულია.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს ქალბატონი. თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად შიმშილის ეფექტს ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ იქნა ნანახი, შემდეგ ჩვენთან შეხვედრა მოხდა და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარია იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს ახასიათებს. დღეს დილიდან, მკურნალ ექიმთან ერთად ეს ყველაფერი გავიარეთ, საკონტროლო კვლევები შესრულდა, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ამ შედეგების შედეგად, პაციენტს კიდევ შევხვდით, მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში.
დიახ, კლინიკაში რჩება, უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ. მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით, აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა, კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს