აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
სიახლეები
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
- “სააკაშვილის და “ნაცების” ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ – წილოსანი
- ლარი გაუფასურდა
- ხამენეის მეუღლე მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
- ,,ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ბირთვულ შეიარაღებას ჰქონდეს განვითარება, ან აღჭურვა, არც „ჰეზბოლა“ და მსგავსი დაჯგუფებები უქმნიდეს საფრთხეს სტაბილურობას''- გიორგი ვოლსკი