როგორ უნდა დასუფთავდეს საგნების ზედაპირები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
"მკურნალი" კვლავ გთავაზობთ საერთაშორისო რეკომენდაციებს კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად.
სამეცნიერო კვლევებით უკვე დადგენილია, რომ კორონავირუსი სხვადსხვა საგნის ზედაპირებზე მოხვედრისას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ცოცხლობს.
ამჯერად იმ ნივთების დასუფთავება-დეზინფიცირებაზე ვისაუბრებთ, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს.
ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს ისეთი საგნების ზედაპირები, რომელთაც ხშირად ვეხებით, ესენია: მაგიდა, კარის სახელურები, საკეტები, დენის ჩამრთველები, სამზარეულოს დახლ-მაგიდის ზედაპირები, ტელეფონები, კლავიატურა, უნიტაზი, ონკანის სახელური, ნიჟარა.
თუ საგნის ზედაპირი ჭუჭყიანია, გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით ან საპნიანი წყლით.
ხსნარები დეზინფექციისთვის:
გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც მოწოდებული ზედაპირის დასამუშავებლად. მათი შეძენაშეგიძლიათ მარკეტებში.
ხსნარის თავად დასამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სითხე, ამისთვის: 1 ლიტრ წყალს უნდა შეურიოთ 1 სუფრის კოვზი მათეთრებელი.
აუცილებლად შეამოწმეთ სადეზინფექციო საშუალების და მათეთრებლის გამოყენების ვადა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ ისინი არაეფექტურია.
ასევე მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია - თუ მათეთრებელს ნაკლები რაოდენობით აიღებთ, ხსნარი არაეფექტური იქნება.
ალკოჰოლის შემცველი ხსნარები:
სადეზინფექციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტიანი ხსნარებიც.დარწმუნდით, რომ სპირტში ალკოჰოლის შემცველობა 70%-ზე მეტია. უმჯობესია გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი.
ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებისას ზუსტად დავიცვათ ის წესები, რაც მათ ინსტრუქციაშია მითითებული, კერძოდ, კონცენტრაცია ხსნარის მომზადებისას, ზედაპირზე დატანის მეთოდი, გაჩერების ხანგრძლივობა და ა.შ.
სიახლეები
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
- თოვლის კაცი თუ ფენიქსი? — ნახეთ, რომელი ზებუნებრივი ენერგია მართავს თქვენს ბედს
- გასაოცარი ტექსტურა და დაუვიწყარი გემო - ნიგვზიანი აწეწილი ბადრიჯანი
- "გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია